გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესა და მის მოადგილე ზვიად გაბისონიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. შესაბამისი ჯილდოები მათ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გადასცა.

ღონისძიების დასასრულს, გივი მიქანაძემ წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ასევე მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2026 წელს 18 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 321 კურსდამთავრებული ჰყავს.