მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და იმ ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო დიასპორის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ისინი ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ემსახურებიან - ქართველ ბავშვებს უნერგავენ სამშობლოს სიყვარულს და უნარჩუნებენ მათ ბმას საქართველოსთან.
გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და საკვირაო სკოლების საქმიანობის გაძლიერების მიზნით მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მაია ბართაიამ.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მონაწილეებს საკვირაო სკოლებისთვის საჩუქრად წიგნები გადასცა.