ცნობილია, მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის ექსპერტიზის დასკვნა
1786045348
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას ეწვია.
მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დაწესებულების საქმიანობას გაეცნო და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტები, სათავგადასავლო ტურიზმის სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადების საკითხები და შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები.
სკოლის წარმომადგენლებმა მინისტრს დაწესებულების საქმიანობა, არსებული საჭიროებები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნეს.
აღინიშნა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება სვანეთში, რაც აღნიშნულ კოლეჯს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს სტუდენტთა მიღება და პროფესიული განათლება მსურველებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამასთან, იგეგმება სკოლის მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის ამოქმედება, რაც ახალგაზრდებში აღნიშნული პროფესიისადმი ინტერესის ზრდასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოს ტურისტულ რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და სათავგადასავლო ტურიზმის სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას ემსახურება. სკოლა ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას „სამთო გამყოლი“ და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
14 პროგრამას, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის შემუშავებული და მოიცავს სამთო-სათავგადასავლო ტურიზმისა და მთასთან დაკავშირებული მაღალი რისკის შემცველი პროფესიებისთვის სპეციალისტების მომზადებას.
სასწავლო პროცესს თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი პროფესიული განათლების მასწავლებლები წარმართავენ.
სკოლა თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამთო გამყოლთა ასოციაციების
საერთაშორისო ფედერაციასთან (IFMGA), რაც პროფესიული პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. სამთო გამყოლის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ IFMGA-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერტიფიკატს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებასაც უმასპინძლებს. პირველად საქართველოში გაიმართება საერთაშორისო სამთო გამყოლთა ასოციაციების გენერალური ასამბლეა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. ასამბლეაში 27 წამყვანი ქვეყნის სამთო გამყოლთა ასოციაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.