გიორგი ამილახვარმა პირველი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან გამართა
1680182518
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე:
აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.
2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ. დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge. დირექტორობის მსურველებს საშუალება აქვთ, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge", - აღნიშნულია განცხადებაში.