ცნობილი ხდება, ვანგას წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის
1766865435
ნიკო, სანდრო, თომა და ნიკოლოზი - მალე ახალგაზრდა ინოვატორები, NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებმა ამერიკულ საზაფხულო სკოლაში მოხვედრის უფლება უნიკალური პროექტით მოიპოვეს.
მათ გამოიგონეს სისტემა, რომელიც სამაშველო ჯგუფებს ადამიანების პოვნას გაუადვილებს. კომაროვის სკოლის მოსწავლეების გუნდმა ხელოვნური ინტელექტი, დრონი და სპეციალური მოწყობილობები ერთ სისტემაში გააერთიანა.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ იდეა გაჩნდა მსოფლიო გამოწვევების, სტიქიური მოვლენების და გამოცდილების ფონზე. მათ გადაწყვიტეს, რომ კატასტროფის ზონებში, ადამიანის გადარჩენის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
თავდაპირველად, გუნდმა "კლასტერებმა" იდეა სამოქმედო გეგმად აქცია. მე-11 კლასის მოსწავლეებმა ფუნქცია და მოვალეობები საკუთარი ინტერესების შესაბამისად გადაინაწილეს და დასახული ამოცანის შესრულებას შეუდგნენ. პროექტზე მათ ერთი წლის განმავლობაში იმუშავეს. პროცესი სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა გუნდი მიზნის მისაღწევად დაუღალავად შრომობდა, როგორც სკოლის ლაბორატორიაში, ისე სახლშიც.
"კლასტერები" პროექტზე მუშაობის გაგრძელებას კვალავ გეგმავენ. მათი მთავარი მიზანი ინოვაციური მიდგომის რეალურ ცხოვრებაში დანერგვაა. აპირებენ ახალი იდეების განხორციელებასაც.
ტეხასის შტატში, ჰიუსტონში გამგზავრება ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც წლებია საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდების ეძებს და მათი გლობალურ ასპარეზზე გასვლაში ეხმარება. საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდები მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო კურსს გაივლიან.
ამერიკული ოცნება თბილისელი ახალგაზრდებისთვის მალე რეალობად იქცევა. მათი მთავარი თავგადასავალი ჰიუსტონში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში დაიწყება.