მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურადაა ჩართული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით. ის მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის, ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სადაც ჩვენ და ფონდს შეჯერებული გვაქვს პოზიციები რეფორმის ყველა ასპექტთან მიმართებით. საუბარი გვქონდა გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსთვის. ცალსახად აღინიშნა, რომ ის ბუფერები და ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც აქვს საქართველოს, ქვეყანას აყენებს უნიკალურ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფლადაა შესაძლებელი ყველა იმ რისკების გადაზღვევა, რომელიც შესაძლებელია წარმოიქნას არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და რასაც შესაძლებელია ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი რჩება საქართველოს რეფორმების მხარდამჭერად და მასთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.