ხაშურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაბრუნდა
1785611279
გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაიაფდა. კერძოდ, 31 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 57 დოლარით შემცირდა და 4 043 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, ოქროს ფასი 1.41%-ით არის შემცირებული. ამასთანავე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვირფასი ლითონი 0.28%-იან კლებას აჩვენებს, წლიურად კი 22%-იანი მატება ფიქსირდება.
რაც შეეხება ვერცხლს, ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 1.19 დოლარით შემცირდა და 1 უნცია 57.61 დოლარი გახდა.
საქართველოში ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის მქონე ოქროს ღირებულება 357 ლარია, 958 სინჯიანი ოქროს კი 342 ლარი. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯიანი 1 გრამი ვერცხლი ამჟამად 5 ლარის ფარგლებშია, 925 სინჯის მქონე გრამი ვერცხლი კი 4.67 ლარი ღირს.