ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ვიზიტისას, სადაც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიურ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, შევხვდი ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს პან გონგშენს, რომელთანაც სებ-სა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობის პროგრესი განვიხილეთ, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
მისივე თქმით, ჩინეთის სახალხო ბანკთან მემორანდუმი სებ-ის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
„ბაზელში, პან გონგშენთან შეხვედრისას გავცვალეთ ინფორმაცია, თუ რა პროგრესი გვაქვს ჩვენს ბანკებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რათა მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. ამ დღეებში დაგეგმილია და ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მარტში მოეწერა. მემორანდუმი მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.