ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
საქართველოს ეროვნულის ბანკის ინფორმაციით, მარეგულირებელმა „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.
„საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს.
ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.
დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: info@nbg.gov.ge“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.