ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ბოლო 24 საათის განმავლობაში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 111 აშშ დოლარს აღემატება, რაც ბოლო დღეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი 2.8%-ით გაიზარდა და 115.61 დოლარს მიაღწია.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ნავთობის ფასი ხუთშაბათიდან მოყოლებული 100 დოლარს არ ჩამოსცილებია, რისი მიზეზიც, მედიის ცნობით, ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური თავდასხმების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარაა.
ცნობისთვის, გასულ წელს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 69 დოლარი იყო.