აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხრიდან მაღალია დაინტერესება ინვესტიციები განახორციელოს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში, ისე ენერგეტიკის სექტორში - ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მხრიდან მაღალია დაინტერესება ინვესტიციები განახორციელოს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში, ისე ენერგეტიკის სექტორში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, რომლებსაც ბანკი აქტიურად აფინანსებს საქართველოში.

„ჩვენ შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება. ეს ეხება ქვეყნის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საუბარია შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაზე, როგორც საგზაო, ასევე სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო მიმართულებებით.  ბანკის მხრიდან, ასევე ინტერესის სფეროა ენერგეტიკის სექტორიც. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოს ეწვევა სპეციალური მისია, რა დროსაც საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც ბანკი დააფინანსებს საქართველოში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.