VIDEO: ვინ არის გოგო საქართველოს დროშით წყლის ჭავლის პირისპირ

გოგო საქართველოს დროშით

თბილისში, 9 მარტის ღამე უმძიმესი იყო. პარლამენტთან 8 მარტს, 15 საათზე დაწყებული მშვიდობიანი აქცია დაპირისპირებასა და დარბევაში გადაიზარდა.

თუმცა სოციალურ ქსელში ბევრ მძიმე კადრებთან ერთად ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა გოგო, რომელიც საქართველოს გაშლილი დროშით დგას წყლის ჭავლის პირისპირ.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ეს გოგო სალომე კენჭიაშვილია.