„რა გავაკეთო, არ ვიცი, სანაგვე გამიხადეს...“ - გურამ ბაღდოშვილი კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს

გურამ ბაღდოშვილი

შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი სახლთან არსებულ კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს და ამბობს, რომ მის კართან ნაგავს განზრახ ყრიან.

რა გავაკეთო, არ ვიცი...  ორ დღეში ერთხელ, ქუჩის დამლაგებელი ხვეტავს ნაგავს და სახლის კარის წინ მიყრის, ვის შევჩივლო, არ ვიცი... 3 წელია, მე ვასუფთავებ ამ ქუჩას, ვგვი, გამაქვს ნაგავი და ახლა კიდე ეს მაკლდა, რომ კარის წინ სანაგვე გამიხადეს...“ - წერს ბაღდოშვილი.