მონტენეგროში სამი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
1776279062
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო ბიზნეს სამიტი - B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას. სამიტი ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიერ ჩატარდა და მასში ევროპის ქვეყნებიდან 50-მდე საერთაშორისო ბაიერი და საქართველოს მხრიდან 40 ტურისტული კომპანია მონაწილეობდა.
კომპანია „Outway Adventures“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ გლუზა აღნიშნავს, რომ საქართველო განსაკუთრებულად მიმზიდველია სათავგადასავლო ტურიზმისთვის და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.
„ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება სათავგადასავლო ტურიზმია და საქართველო ამისთვის იდეალური ადგილია. მართლაც გასაოცარია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ მცირე ფართობზე ყველაფერია თავმოყრილი, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენს ქვეყანას უამრავი ადამიანი ეწვევა. ქართული სტუმართმასპინძლობის შესახებ ბევრი მსმენოდა და მქონდა მოლოდინი, რომ აქ ყველაფერი მაღალ დონეზე დამხვდებოდა, თუმცა რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩამოსვლის დღიდან აღფრთოვანებული ვარადგილობრივი სამზარეულოთი და ღვინით. უკვე რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც გავმართე და ნათლად ჩანს, რომ ქვეყანას აქვს ყველა წინაპირობა, სათავგადასავლო ტურიზმისთვის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახდეს. “ - აღნიშნა პაველ გლუზამ.
B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ, ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ და ადგილობრივ პარტნიორებთან B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს. ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.