ისრაელის წამყვანი ტუროპერატორის Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი: „საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას შორის, საქართველო ჩვენთვის N1 მიმართულებაა“

Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონში, ტურიზმის გლობალურ გამოფენაზე World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა.  საქართველოს ეროვნულ სტენდთან მოსულ ვიზიტორებსა და სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს გაცნობოდნენ.

გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს გამოეხმაურა ისრაელის წამყვანი სამთო-სათხილამურო კომპანია „Skideal“-ის აღმასრულებელი დირექტორი რონენ კაცი:

„ჩვენთვის საქართველო წამყვანი მიმართულებაა. ვმუშაობთ ავსტრიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან, და მათ რომ შევადაროთ,  საქართველო მაინც პირველ ადგილზეა. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ დიდი კულტურაა. უზომოდ გვიყვარს ქართველი ხალხი და მათი მასპინძლობა. ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს გულში ჩაიკრეს; ამას ემატება შესანიშნავი სამზარეულოც. თუმცა, ვფიქრობ, თქვენი მთავარი განძი მაინც ხალხი და ეს მიწაა, რადგან საქართველო წარმოუდგენლად ლამაზია“, -  განაცხადა რონენ კაცმა.

WTM London 2026 საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა სექტორმა უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა.

✕