ეროვნული ბანკი: 2026 წლის ივნისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა თითქმის მილიარდი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი, 311 მლნ ლარით გაიზარდა

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის 75.43 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.30 მილიარდი ლარით, ანუ 1.75%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.47% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 985.05 მლნ ლარით, ანუ 2.29%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.13 მლნ ლარით, ანუ 1.00%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ივნისის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.41 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.45%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 21.42 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.03%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ივნისის განმავლობაში 1.78%-ით, ანუ 701.19 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 40.11 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის ივნისის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.37% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით.