წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი 16 საათით შეუწყდება.

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანი, 4 მ/რ, ბოთერაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 12/17/2025 22:00 საათიდან 12/18/2025 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გმირ კურსანტთა ქუჩა (სრულად), ვეკუას N10, N17, ხიზაბავრის N5. ანზორ გედევანიშვილის, აბაის N 21-47 (კენტებს) და ბოთერაშვილის ქუჩებს. ხინკლის სახლს.