1746988990
წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„8 დეკემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 დეკემბერს 23:30 საათიდან 9 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ონიაშვილის ქ. N 61-87(კენტებს), 64-80(ლუწებს) , ბუდაპეშტის N13-29(კენტებს) 14-30(ლუწებს), ლვოვის N 81-97 (კენტებს), ვაზისუბნის (ისაკაძის) N 79-139(კენტებს)78-138(ლუწებს), ბუდაპეშტის 1-ლი შესახვევი. მეგრელაძის ქუჩას, დელისის ყველა ქუჩას (ჯებაშვილის) ,ზალდასტანიშვილების, ვ.ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქ N 1 -47(კენტებს),N 2-32 (ლუწებს) და ნადარეიშვილის ქუჩას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
დოლარის ფასი შეიცვალა - ნახეთ, განახლებული კურსი
ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებაა