წყალი 30 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,ხვალ, 10 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა - ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 10 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან, 11 აგვისტოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წყნეთს, სოფელ ახალდაბას; დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანის; სოფლებს - კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოს და დიდებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

„არ თქვათ წინათგრძნობა არ არსებობსო... იმ დილით ვიჯექი და დადებული ყავის ჭიქა თავისით გატყდა... ცოტა ხანში ყავის თეფში“ - რას წერს გიორგი ყარალაშვილის მამიდა

VIDEO: „გასკდა გული, ეს რა შესრულება იყო!“ - დათო არჩვაძისა და ბარბარე ჯაფარიძის შესრულებული „ფრთამოტეხილი მაფშალია”

„დამეძებს... პირველი ეს მოვიდა, დანარჩენს ველოდები...“ - რას წერს მარიტა გუტაშვილი

„თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა...“ - რას წერს ჟურნალისტი სტიქიის ზონიდან