წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ხვალ, 30 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, ცურტაველისა და სოღალუღის შესახვევის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 31 ივლისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში - ბააზოვის, ხონელის, ცურტაველის, ალგეთის, ტაბახმელას, განჯელის, თელეთის, ქუმსიაშვილის, ოპიზრების, ლორთქიფანიძის, საბანისძის, წალკის, შატაიძის, ჩხეიძის მეფისაშვილის, კალანდაძის, თორთლაძის, მელქაძისა ტაბიძისა და მიმდებარე ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით. მუხათის, ოფრეთის, შავნაბადას და სოღანლუღის შესახვევებს, ასევე დეკაბრისტების გასასვლელს. ორთაჭალის, მირზა შაფის და გრიშაშვილის ქუჩების ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.“, - ნათქვამია განცხადებაში.