1773348202
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 7 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), აბაშვილის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ღიმილის უბნის, გახოკიძის, თაყაიშვილის, ზედგენიძის და ჯავრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.












