შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, კუპრაძის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), გეგეჭკორის,  დავითაიას,  სურგულაძის, ჟორდანიას და თელეთის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.