„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
ნაძალადევის რაიონში, რაჭის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელიც.
„პროექტის ფარგლებში უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და ასფალტის საფარის დასაგებად საფუძველი მომზადდა. მისამართზე ასევე ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რომელიც ტერასულად აშენდება. ამ ტიპის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე მნიშვნელოვანია, რათა, პირველ რიგში, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება. სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს. აღნიშნული პროექტისთვის,დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს.
მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რაიონების მიხედვით გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.
„დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები. გვინდა,ავითვისოთ ყველა მიტოვებული თუ სარეაბილიტაციო არეალი. გარდა ამისა, გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა დამჭერი კედლების მშენებლობა დააუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.გვაქვს ისეთი ქუჩებიც, სადაც ჯერ კიდევ არ არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. რა თქმა უნდა, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.