GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს:

ვაკის რაიონი, წყნეთი იოსებ გრიშაშვილის ქ.N45-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: გრიშაშვილის ქუჩას.

ჩუღურეთის  რაიონი, ხეხილ-სანერგე მეურნეობა, ზაქარია ჯორჯაძის ქ.N59-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება
ხეხილ-სანერგე მეურნეობას (ივერთუბანს) სრულად, მახათას აღმართს და რეხის ქუჩას.

გლდანის რაიონი, ომარ ხიზანიშვილი ქ.N96-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის 6 მრ-ს N1 დან 10-მდე

ისნის რაიონი, კვალეთის ქ. N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: შილდის, ფშავის, ნაქერალის, გედევანიშვილის, კვალეთის, მუჯირიშვილის, მრევლიშვილის, რუისპირის და ახალუბნის ქუჩებს.