გაზსადენზე მანქანის დაჯახების შედეგად 4300 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - „თბილისი ენერჯის“ განცხადება

გაზი

დიდ დიღომში გაზსადენზე ავტომობილის დაჯახების შედეგად 4300 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა, - ამის შესახებ განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 18 თებერვლის 11:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათამდე.

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც გაზის მიწოდება შეწყდა:

დიდი დიღომი – ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს „ჯეოტერა 1-ის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა „ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება შპს „გალტამს”, შპს „ლატეკს“ და სხვა. ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ტიმოთე ბელოის, მარკო პოლოს, იან პრინევსკის, შერმადინის, დავარის, რამაზის, უსენის, დანიბეგაშვილის, სტრაბონის, იან ჰომერის იაკობ რაინეგსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს „ჯეოტერა 1-ის“, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა „ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59).

სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 88-ში - შპს ,,საქართველოს ბიზნეს ჯგუფის”, სოფ. დიღომი, ნაკვ. 465 – სტრაბონის ქ. 16, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 90-ში – შპს ,,პრემიუმ ჰაუსის”, დიდი დიღომი – მირიან მეფის ქ. 84-ში მდებარე შპს „ბიჯი ჯგუფის“ საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება ფ/პ მერაბ თავშავაძეს, შპს ,,გალტამს”, შპს „ლატეკს“, შპს AZ-GEORGIA-ს, შპს „შხეფს“ და სხვა.

„ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004, სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, - წერია ინფორმაციაში.