ეს გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდება

მოძრაობა

4 დეკემბრიდან, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უნივერსიტეტის ქუჩაზე ყოფნის დროს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ფაქტობრივად ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია, საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო, ორშაბათიდან მთლიანად მოიხსნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყო.