1746733863
წონა ჩაბარებულია | გურამ ქუთათელაძე ჩხუბისთვის მზადაა

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ კაუეა ფერნანდესთან ჩხუბის წინ, წონა წარმატებით ჩააბარა.
მათი ბრძოლა ხვალ, ლონდონში, UFC Fight Night 255-ზე შედგება.
ქუთათელაძის მეტოქე კაუე ფერნანდესი 29 წლისაა. UFC-ში მას 2 ჩხუბი აქვს გამართული - მარკ დიაკიზესთან (მარცხი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით) და მოჰამად იაჰიასთან (მოგება ნოკაუტით).