რობერტ ფიცო მოსკოვში ჩავიდა

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.

ფიცოს თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ღამე დაეშვა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის პრემიერს ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა ცა ჩაუკეტეს, რის გამოც მას ალტერნატიული მარშრუტის ძებნა დასჭირდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, მოსკოვში ჩასასვლელად ფიცოს თვითმფრინავმა გადაუფრინა უნგრეთს, რუმინეთს, შავ ზღვასა და საქართველოს.