გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
MLS-ის პლეიოფში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ „ცინცინატი“ 4:0 გაანადგურა. არგენტინელმა ფეხბურთელმა გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
შეხვედრის შემდეგ „ცინცინატის“ მცველი, თინეიჯ ჰადებე, მესისთან მივიდა და მაისურის გაცვლა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ჰადებეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ერთ-ერთი, ვინც ჰადებე გააკრიტიკა, ყოფილი კანადელი ფეხბურთელი კეილინ კაილი გახლავთ.
„ეს ყველაზე იმედგამაცრუებელი რამაა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ცინცინატი მოედანზე გავიდა და ლიონელ მესის დანახვამ გააოცა. მესმის, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და ყველა ტურნირი აქვს მოგებული, მაგრამ ასე არ შეიძლება...“
განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე