გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში.
კითხვაზე - რუსეთს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის ნატოში გაწევრიანება მომავალში. განა კიევსა და ნატოს არ აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ? - ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა:
რუსეთს არ აქვს არც ხმა და არც ვეტო იმაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს ნატოს წევრი. თუმცა, ალიანსის შიგნით, წევრობა მოითხოვს ერთსულოვნებას. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია. ამავდროულად, სხვადასხვა მოკავშირემ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას. როდესაც თქვენ სამშვიდობო გეგმას უყურებთ და გსურთ უზრუნველყოთ, რომ პუტინი აღარასოდეს ეცადოს უკრაინაზე თავდასხმას, თუ ნატოს წევრობა არ არის ვარიანტი, ჩვენ უნდა მივაწოდოთ, სულ მცირე, საკმარისად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რათა რუსეთმა ეს აღარასოდეს სცადოს.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - მაგრამ უკრაინისთვის კარი მაინც ღია დარჩება? - მარკ რუტემ უპასუხა:
1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულება ნებისმიერ ევროატლანტიკურ ზონაში მყოფ ქვეყანას აძლევს შეერთების უფლებას. მაგრამ მოკავშირეებს შორის ერთსულოვნების გარეშე ეს შეუძლებელია.