მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე ომის წლის ბოლომდე დასრულების შესაძლებლობა დაუშვა

მარკ რუტე

ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე ომის წლის ბოლომდე დასრულების შესაძლებლობა დაუშვა.

ჟურნალისტის კითხვაზე - შესაძლებელია, რომ ომი ამ წლის ბოლომდე დასრულდეს? - მარკ რუტემ უპასუხა:

რა თქმა უნდა. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მსურს ყველაფერი გავაკეთო, რათა დავეხმარო პრეზიდენტ ტრამპის ხედვის განხორციელებას. სრულად ვიზიარებ ტრამპის ხედვას: ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს. ამ დროისთვის, დაახლოებით მილიონი რუსი დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა. რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 20,000 ჯარისკაცს კარგავს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? 20,000 ჯარისკაცი თვეში. წელს რუსეთმა მხოლოდ დაახლოებით 1% უკრაინული ტერიტორია დაიკავა და დღეში მხოლოდ რამდენიმე მეტრით მიიწევს წინ. უკვე 18 თვეა ცდილობენ პოკროვსკის აღებას და ჯერ კიდევ სრულად არ აკონტროლებენ მას. ამ ქალაქის აღების მცდელობისას უფრო მეტი რუსი დაიღუპა, ვიდრე თავდაპირველად იქ მცხოვრები უკრაინელების რაოდენობა იყო.