1773951610
„პარიზში ხელშეუხებელია“ | ფაბრიციო რომანომ კვარას მომავალზე ისაუბრა
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა. ბოლო პერიოდში „კვარა“ „არსენალს“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ „მეთოფეები“ მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავდნენ, რასაც რომანო YouTube-ის საკუთარ არხზე გამოეხმაურა.
„კვარაცხელია „არსენალს“ დაუკავშირეს. რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, ისაა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩას უაღრესად მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოიაზრებს და გუნდში მოსვლიდან 13-14 თვის შემდეგ მისი გაყიდვა ნამდვილად არ უნდათ...“











