„მიჭირს ამაზე საუბარი“ | ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი კომენტარი

კვარა ჩელსი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი“ ორი მატჩის ჯამში 8:2 გაანადგურა. პარიზელებმა საშინაო შეხვედრა 5:2 მოიგეს, „სტემფორდ ბრიჯზე“ კი 3:0 გაიმარჯვეს. ქართველმა ფეხბურთელმა განმეორებითი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნა.

„კვარამ“ მოედანზე 73 წუთი გაატარა, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაისაკუთრა და შეხვედრის შემდეგ საკუთარ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ საოცარ სტადიონზე, ასეთ საოცარ ატმოსფეროში იმარჯვებ. თავდაჯერება უნდა დაგვებრუნებინა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვართ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ვიცით, რომ წინ უამრავი თამაში გველოდება და მომდევნო შეხვედრებისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე