„მაისური მქონდა, რომელსაც მარკერით გუტი დავაწერე“ - ხვიჩამ რეალის ლეგენდა გაიხსენა

KVARA

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, პსჟ ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სთედიუმზე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა, 4:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა.  

შეხვედრის დაწყებამდე DAZN-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ ლეგენდის, გუტის შესახებ საუბრობს. როგორც ცნობილია „რეალი“ ხვიჩას ბავშვობის საყვარელი გუნდი იყო, გუტი კი მისი ერთ-ერთი კუმირი გახლდათ.  

რას ამბობს კვარა გუტიზე: „როდესაც ბავშვი ვიყავი, გუტი ძალიან მიყვარდა. მის თამაშებს ვუყურებდი და მომწონდა, როგორც ფიქრობდა თამაშებში, როგორ პასებსაც აკეთებდა... ის ჩემი კუმირი იყო…“

განაგრძე კითხვა