1746733863
ლიპარტელიანის საოცარი გამარჯვება, ლოლაძის ბრინჯაო | თბილისის გრანდ სლემი

ძიუდოში, თბილისის გრანდ სლემის პირველი დღე, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ფინალურ ბლოკში, ხუთი ქართველი ჯუდოკა ვიხილეთ და მედალი სამმა მათგანმა მოიპოვა.
57 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, საოცარი შეხვედრა ვიხილეთ. ეთერ ლიპარტელიანი მარტა ფავაზს დაუპირისპირდა და ჭიდაობა მისთვის ცუდად დაიწყო. ლიპარტელიანი ვაზარითა და 2 იუკოთი მარცხდებოდა, მაგრამ შეხვედრა შემოატრიალა. ეთომ ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კისამი იუკო შეასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა.