1773951610
„კვლავ გადამწყვეტი აღმოჩნდა“ - ვეტერანმა ფეხბურთელმა ხვიჩა შეაქო
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად, გავლენიანი გამოცემა Le Parisien-ის სპორტულმა ანალიტიკოსმა, ჟან-ლუკ არიბარმა ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი შეაფასა.
რა თქვა არიბარი: „ლუის ენრიკე არ შემცდარა, როცა ძირითად შემადგენლობაში დააყენა კვარაცხელია, რომელიც პირველ მატჩში შეცვლაზე შესვლისას ძალიან კარგი და დინამიკური იყო. ის კვლავ გადამწყვეტი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლამ მარჯვნივ გადაინაცვლა, მან კიდევ ერთი ფანტასტიკური გოლი გაიტანა. იგრძნობა, რომ თავდაჯერებულია, ის თავის სისწრაფეს იყენებს უპირატესობის მოსაპოვებლად, ის ბრწყინვალეა. რამდენიმე ეპიზოდში შეეძლო უფრო ზუსტი ყოფილიყო, მაგრამ დიდად ვერაფერს დავსაყვედურებთ...“











