სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1752179551
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, პსჟ ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სთედიუმზე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა, 4:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ქართველი შემტევი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და განსაკუთრებით პროდუქტიული დაცვით ფაზაში იყო, სადაც თანაგუნდელებს თითქმის ყველა ეპიზოდში ეხმარებოდა. ლუის ენრიკემ ხვიჩა 59-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, დაცვაში თავდადების გამო კი კვარაცხელიამ გავლენიანი ფრანგული გამოცემებისგან მაღალი შეფასება და საქებარი სიტყვები დაიმსახურა. კვარას მომენტები რეალთან:
რას წერენ მედიაში ხვიჩაზე:
L’Equipe – 6 ქულა: ბოლო მატჩებთან შედარებით, ერთი-ერთზე სიტუაციებში ნაკლებად თვალშისაცემი იყო, თუმცა შორეული დარტყმებით მადრიდის „რეალს“ მაინც უქმნიდა საფრთხეს. პარალელურად, დაცვაში ისეთივე პროდუქტიული იყო, როგორც წინა მატჩებში შეგვაჩვია...“