„კროუფორდმა კარგად იცის, ვინ არის თოფურია“ - კორმიე

თოფურია

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ამჟამად კი პრომოუშენის კომენტატორმა, დენიელ კორმიემ ტერენს კროუფორდისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.  

მისი თქმით, კროუფორდი თოფურიას სიტყვებზე რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ელ მატადორს“ ჩხუბის ჩანიშვნის კარგი შანსები აქვს.

რას ამბობს კორმიე:
„ის, რაც კონორმა გააკეთა, როდესაც ფლოიდ მეივეზერთან ამდენი რაუნდი გაძლო - ალბათ ყველაზე საოცარი რამაა, რაც ორთაბრძოლების ისტორიაში მინახავს. შემიძლია, იგივე ვთქვა ფრენსის ნგანუსა და ტაისონ ფიურის ჩხუბზე. თუმცა, ვფიქრობ, ტაისონსაც და ფლოიდსაც შეუძლიათ ისე ჩხუბი, რომ მათი მეტოქე იმდენ ხანს დარჩეს რინგზე, რამდენიც საჭიროა, რათა ყველაფერი სანახაობრივად გამოიყურებოდეს.“
განაგრძე კითხვა