„იანვარში არავის დავკარგავთ“ - უოტფორდში ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ ხელმძღვანელმა, სკოტ დუქსბურიმ, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზამთრის ფანჯარაზე გუნდს ლიდერები არ დატოვებენ, მათ შორის არც გიორგი ჩაკვეტაძე.

რას ამბობს დუქსბური:

„გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხავის, ვუთხარით, რომ ისეთ მოთამაშეებს, რომელთა დაკარგვაც არ სურს, არ გავუშვებთ. ესენი არიან ლუზა, ჩაკვეტაძე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. ვფიქრობთ, ახლა მიზნის შუაგულში ვართ და გვჯერა, რომ ამ მიზანს მივაღწევთ. ცხადია, თუ გუნდის გაუმჯობესება და უკეთესი მოთამაშის დამატება დაგვჭირდება, ამაზე ვიმუშავებთ. მაგრამ იანვარში არ დავკარგავთ არც ერთ მოთამაშეს, რომლის დაკარგვაც არ გვინდა...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე