„გასაოცარი ფიზიკა აქვს“ | საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კვარაზე

დომენეკი კვარა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რეიმონდ დომენეკმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დომენეკი „ჩელსისთან“ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და L’Equipe TV-ზე ქართველი გარემარბი შეაქო.

„ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი ფიზიკა აქვს. სწრაფად გადაადგილდება, შეუძლია მიმართულების უეცრად შეცვლა და ნებისმიერ მხარეს წასვლა. ორთაბრძოლებში ძლიერია. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ფიზიკურად სუსტია, მაგრამ როდესაც ორთაბრძოლებში შედის, ხედავ, რომ ძალიან ძლიერია...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე