ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში უოტფორდმა შინ ლესტერთან ფრედ 0:0 ითამაშა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, 66-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, თუმცა მატჩის შემდეგ უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ედუარდ სტილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მატჩისწინა დღეს ჩაკვეტაძე კუნთების დაჭიმულობის გამო დიდ ტკივილს გრძნობდა, თუმცა ამის მიუხედავად თამაში შეძლო.
ედუარდ სტილი: „გიორგი ჩაკვეტაძეს ლესტერთან არ უნდა ეთამაშა. მატჩისწინა დღეს კუნთების დაჭიმულობის გამო ისეთ ტკივილს გრძნობდა, რომ მისი მოედანზე გასვლა, უბრალოდ, ბრწყინვალე ფაქტი იყო...“