„ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე

კვარა ჩელსი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი“ 8:2 გაანადგურა. პარიზელებმა პირველი შეხვედრა 5:2 მოიგეს, განმეორებით მატჩში კი „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:0 გაიმარჯვეს.

ქართველმა გარემარბმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც ფრანგულ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

L’Equipe: „კვარაცხელიამ, რომელიც დეზირე დუეს ამჯობინეს, სარის შეცდომით ისარგებლა და სანჩესი მშვიდად დასაჯა. თავისი ოსტატობით ბრწყინავდა და მეტოქის რიგებში ქაოსს იწვევდა (მესამე გოლში იყო ჩართული). ასევე, მონდომებული იყო დაცვაში სირბილის კუთხითაც, თუმცა რამდენიმე მომენტში ბურთი დაკარგა.“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე