ჩაკვეტაძის საგოლე პასი | უოტფორდი სტოკ სიტისთან დამარცხდა

ჩაკვეტაძე

ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში სტოკ სიტიმ შინ უოტფორდი 3:1 დაამარცხა. უოტფორდმა 37-დან მე-11 შეხვედრა დათმო, ამ მომენტში 52 ქულით მე-10 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 8 ქულით ჩამორჩება.

გუნდი არასტაბილურია, ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, 90 წუთი ითამაშეს. მილონ მანჰუფის დუბლით უოტფორდი 2:0-ს იგებდა, აღნიშნული 2 გოლისას საბა გოგლიჩიძე არ შემცდარა.

განაგრძე კითხვა

https://www.crystalsport.ge/news/82704-chakvetadzis-sagole-pasi--uotpordi-stok-sitistan-damartskhda