დუბაიში საცხოვრებელ ზონაში აფეთქება მოხდა - Reuters
1772293795
ირანზე ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სრუტის გადაკეტვის რისკების გამო, 1 ბარელი ნავთობის ფასი 19%-ით გაიზარდა და 72 დოლარს გადაცდა.
ექსპერტების შეფასებით, თუ ტრანზიტი სრულად შეფერხდა შესაძლოა ფასმა 140 დოლარსაც მიაღწიოს.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ყველაზე ცუდი სცენარი ბაზრისთვის შესაძლოა იყოს ირანის მიერ სრუტის გადაკეტვა – ღრმა წყლის სრუტე, რომელიც ირანსა და ომანს შორის მდებარეობს და რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტირდება მსოფლიოს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული ნავთობის თითქმის მეხუთედი.
სრუტის სრული გადაკეტვა უპრეცედენტო და რთული ამოცანაა, აღნიშნავენ ნავთობის ანალიტიკოსები. ხოლო RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ ირანს, სავარაუდოდ, აქვს შესაძლებლობები თავდასხმა მოახდინოს ტანკერებზე სრუტეში. Oxford Economics-ის ენერგეტიკული პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელი, ბრიჯიტ პეინი, აღნიშნავს, რომ თუნდაც მცირე შეფერხებებმა საზღვაო მიმოსვლაში, შესაძლოა ნავთობის ფასები 84 დოლარამდე აიწიოს. ტრანზიტის სრულად გაჩერება ერთი კვირით გამოიწვევდა ფასების ზრდას 140 დოლარამდე.