ნანუსი კალანდაძეს სასწრაფოდ სჭირდება საზოგადოების დახმარება
1730997338
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის M&I Tbilisi – 2024 - ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში გამართავს 40-მდე გარანტირებულ შეხვედრას პოტენციურ დამკვეთებთან.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ღონისძიების M&I Forum-ის საქართველოში ჩატარებას. მისი თქმით, ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება მსოფლიოს გავლენიანი ტუროპერატორების მხრიდან.
„ჩვენ ეს გამარჯვება დიდი კონკურენციის შედეგად მოვიპოვეთ. ფორუმის ჩატარება ევროპის ბევრ წამყვან ტურისტულ ქვეყანას სურდა. ორგანიზატორებმა საქართველოში არაერთი ინსპექცია გამოგზავნეს და რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, უმაღლესი შეფასება მოგვანიჭეს ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა ტურისტული პროდუქტი, პოტენციალი, ინფრასტრუქტურა, საავიაციო კავშირი, ძლიერი კერძო სექტორი, ქვეყნის უსაფრთხოება, რეპუტაცია, ცნობადობა და სხვა,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი მაღალი რანგის ფორუმის მასპინძლობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზად არის სამომავლოდ ჩაატაროს ნებისმიერი მაღალი რანგის ფორუმი, რაც გაზრდის როგორც ქვეყნის ტურისტულ ცნობადობას, ისე შემოსავლებს აღნიშნული სექტორიდან. „დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ღირსეულად წარვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს. საქმიანი ტურიზმი გამოირჩევა მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების, საერთაშორისო ვიზიტორების დიდი ჯგუფების მოზიდვით. მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს რომელმაც ჩვენთან ერთად ირწმუნა - საქართველოს შეეძლო გამხდარიყო M&I Forum-ის მასპინძელი ქვეყანა!“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ თავის მისალმებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების სწრაფი აღდგენის დინამიკაზე და აღნიშნა, რომ 2023 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 4,1 მლრდ ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე 26.2 პროცენტზე მეტია. მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან 44,4 პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.
ფორუმის მონაწილეებს ასევე მიესალმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
M&I Forum-ის ფარგლებში, საქართველოს ეწვია საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის 63 წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ლიეტუვადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და შვეიცარიიდან. ფორუმის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, აგრეთვე დაათვალიერებენ საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.