ზოდიაქოს 3 ნიშანს ამ კვირაში განსაკუთრებული წარმატება ელოდება

ვალების გასტუმრების რიტუალი

9-15 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პერსპექტიული იქნება. მორიელის ნიშანში ახალმთვარეობა ახალი ეტაპის დაწყებასა და მნიშვნელოვანი მიზნების დასახვას უკავშირდება, მერკურისა და ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დასრულება კი კომუნიკაციასა და ურთიერთობებში არსებულ დაბრკოლებებს თანდათან შეამცირებს. ამ კვირაში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა განსაკუთრებით მორიელის, ლომისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულებს ექნებათ:

მორიელი
ეს კვირა მორიელებისთვის პირადი და პროფესიული განახლების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანია, განიხილავთ, ან გამოჩნდეს შესაძლებლობა, რომელიც სამომავლო გეგმებს შეგაცვლევინებთ. 13 ნოემბერს მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დასრულება კომუნიკაციასა და საქმიან საკითხებში მეტ სიცხადეს შემოიტანს. წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული იყოთ და ახალი შანსების გამოყენებას არ მოერიდოთ.

ლომი

ლომებისთვის კვირის მთავარი მიმართულება კარიერა და პროფესიული განვითარება იქნება. მარსისა და იუპიტერის თქვენს ნიშანში ყოფნა ამბიციებს, ენერგიასა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილს აძლიერებს. 10 ნოემბერს ვენერასა და მარსს შორის ჰარმონიული ასპექტი კი შემოქმედებით საქმიანობასა და პროფესიულ ურთიერთობებში ხელსაყრელ შესაძლებლობებს უკავშირდება. შესაძლოა, თქვენი ინიციატივა ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში მოექცეს ან ახალი პროექტის განხორციელების შანსი გამოჩნდეს. მთავარია, მიზნების მისაღწევად ენერგია სწორად მიმართოთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.

მერწყული

მერწყულებისთვის კვირა პროფესიული წინსვლისა და მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელების თვალსაზრისით პერსპექტიული იქნება. ახალმთვარეობა კარიერული მიზნების გადახედვისა და ახალი მიმართულების არჩევისკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, დაიწყოთ მნიშვნელოვანი პროექტი ან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მოგეცეთ. მერკურისა და ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დასრულება კი საქმიან ურთიერთობებში არსებული გაურკვევლობების შემცირებას შეუწყობს ხელს. წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარ გეგმებს თანამიმდევრულად მიჰყვეთ და მიღებული შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ.

✕