ტრაგედია ნუცა ბუზალაძის ოჯახში
1773490725
20 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წერს და რჩევებს გვიზიარებს.
„წელს, მზე 18:46 სთ- ზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, სწორედ ეს არის ზამთრის ციკლის დასასრული. სილბოლურად ეს ბუნების დღესასწაული მინიმუმ სამი დღის განმავლობაში აღინიშნება.
წელს 20 მარტს - კოსმიური ახალი ციკლის დასაწყისი, ახალი წელი, ასტროლოგიის საერთაშორისო და ბედნიერების დღე აღინიშნება!
მომდევნო ერთი თვე სასიკეთოა : ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, ასევე ტყუპებისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის, შედარებით მეტი თავშეკავება მართებს სასწორებს.
ამ დღეს ბევრ ქვეყანაში ზეიმობენ, მითოლოგიაც გაჯერებულია მრავალი საინტერესო ამბითა და პერსონაჟით.
ანგლოსაქსონურ ტრადიციებში #ოსტარას დღეს ზეიმობენ, რომელიც განთიადის, გაზაფხულის ქალღმერთად ითვლება. მისი საყვარელი ცხოველია კურდღელი, ხოლო სიმბოლო კვერცხი.
აღმოსავლურ ქვეყნებში ზეიმობენ #ნოვრუზობას (სპარსულიდან - ახალი დღე). ასევე ჯეჯილითა და კვერცხებით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.
ძალიან წააგავს ამ დღესასწაულის ტრადიციები, ჩვენთვის ნაცნობ აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ქრისტიანული (მართლმადიდებელი) სამყარო მოგვიანობით ზეიმობს.
ამ ჯადოსნურ დღეებთან დაკავშირებით, იგეგმება გასვლა ქალაქგარეთ, ეს იქნება განახლების, გაჯანსაღებისა და აღზევების დღე.
დეტალებს მალე გაგიზიარებთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს გასვლა შეზღუდული რატოდენობის ადამიანებისთვის იგეგმება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე პრაქტიკა უნდა შევასრულოთ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.