„შენთვის ცუდი არ ნიშნავს რომ სამყაროსთვის ცუდია“ - ეზოთერიკოსის საყურადღებო რჩევა

საგვარეულო კარმა

პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ვიდეოს უზიარებს, სადაც კარმაზე საუბრობს და ადამიანებს ახასიათებს.

მისი თქმით, არ არსებობს ცუდი და კარგი ადამიანი. ასევე ცუდი და კარგი საქციელი.

„ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი. ამიტომ არიან ადამიანები, რომლებიც ფუნქციურად იმისთვის არიან დაბადებულები, რომ იყვნენ ბოროტები. ჩვენთვის ცუდი ადამიანი, სწორედ ამ ბოროტებისთვის არის დაბადებული.რადგან ბალანსი ყოფილიყო დაცული სამყაროში. იუდასაც თავის როლი ჰქონდა, ქრისტესაც თავის როლი ჰქონდა, რომ არა ეს როლები ვერ გავარჩევდით კარგსა და ცუდს. შენთვის ცუდი არ ნიშნავს რომ სამყაროსთვის ცუდია“, - ამბობს ქეთევან ჯანდიერი.