„საჩვენებელი თითზე ბეჭდის ტარება აუმჯობესებს თვითშეფასებას“ - ეზოტერიკოსი თითებისა და ბეჭდების შესახებ

საჩვენებელი თითი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. 

„ჯადოსნური ცოდნა თითებისა და ბეჭდების შესახებ 

ცერა თითი - ის არის პიროვნული და სამყაროსეული ნებისყოფის გამორჩეული ნიშანი. ეს არის ერთადერთი თითი, რომელსაც სახელი რომაული ღმერთის პატივსაცემად არ ჰქვია. ამ თითზე ბეჭდის ტარება აუმჯობესებს ურთიერთობებს: მეგობრობას, სიყვარულსა და ბიზნესს.
კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ ცერა თითის თვისებებს: ლალი , ძოწი, ალმასი, მთვარის ქვა, ამეთვისტო.
ბუნებრივი ელემენტი: ეთერი.

საჩვენებელი თითი - ის განასახიერებს იუპიტერს, რომაელთა უზენაეს ღმერთს. ამ თითზე ბეჭდის ტარება აუმჯობესებს თვითშეფასებას, ამბიციას, კომუნიკაციასა და ლიდერულ თვისებებს.
კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ საჩვენებელი თითის თვისებებს: ლურჯი ტოპაზი, ამეთვისტო, ზურმუხტი, პერიდოტი.
ბუნებრივი ელემენტი: წყალი.

შუა თითი - განასახიერებს სატურნს. მას ასევე უწოდებენ „ხელის ბალანსს“ ან „ჩვენი პიროვნების წონასწორობას“. ამ თითზე ბეჭდის ტარება ხელს უწყობს თვითრეფლექსიასა და ინდივიდუალურობას. ის იძლევა სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ნათელ უნარს და პირდაპირ კავშირშია გულთან.
კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ თვისებებს: გამჭვირვალე კვარცი, მარჯანი, მარგალიტი.
ბუნებრივი ელემენტი: მიწა.

არათითი - განასახიერებს აპოლონს. ის წარმოადგენს შემოქმედებას ცხოვრების ყველა ასპექტში, სიყვარულისა და სილამაზის კულტურას. ამ თითზე ბეჭდის ტარებას მოაქვს მადლი, სიყვარული, მშვენიერება და თანაგრძნობა.
კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ თვისებებს: მწვანე ნეფრიტი, მთვარის ქვა, ვარდისფერი კვარცი.
ბუნებრივი ელემენტი: ცეცხლი.

ნეკი - განასახიერებს მერკურის. ის წარმოადგენს ინტუიციასა და მგრძნობელობას. ამ თითზე ბეჭდის ტარება მოქმედებს არტისტულ და შემოქმედებით ბუნებაზე, ასევე ორატორულ ნიჭზე. ეს ასევე არის გამჭრიახობის ნიშანი, განსაკუთრებით ბიზნესში.
კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ ნეკი თითის თვისებებს: ქარვა, ციტრინი, მთვარის ქვა, აკვამარინი.
ბუნებრივი ელემენტი: ჰაერი",- წერს იოსელიანი.