რას ჰყვება დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი - პროკურატურამ ჩვენება გაასაჯაროვა
1788108576
რიტუალი, რომელიც, ეზოტერიკოს ნინუშკა ლისენკოს მტკიცებით, სახლიდან გაქცეული ცხოველის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
„რამდენიმე რიტუალს გასწავლით, რომელიც სახლიდან გაქცეული ცხოველის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. მე გამიკეთებია და უმჯობესია, ბევრმა გააკეთოთ, რომ უფრო ძლიერად იმოქმედოს.
პირველი რიტუალი საკმაოდ ძლიერია.
აანთეთ სანთელი და დადექით ღია ფანჯარასთან. უყურეთ სანთელს, წარმოიდგინეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი და წარმოთქვით: „კვამლი მაღლა (ცხოველის სახელი) სახლისკენ. ცეცხლის ძალით. აოუმ!“
ბოლო სიტყვა ძლიერი მანტრაა დაბრუნებისთვის. წაიკითხეთ, რაც შეიძლება ხშირად.
მეორე რიტუალი: ცხოველის საჭმელი ჯამში უნდა ჩაყაროთ, აანთოთ სანთელი, დადგათ ჯამთან ახლოს და მკაფიოდ თქვათ: „მე ვთხოვ სამყაროს ძალებს, დაიცვან ჩემი ცხოველი და დამეხმარონ მის შინ დაბრუნებაში“, - ამბობს ეზოტერიკოსი.